საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანანია (ჯაფარიძე), ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ასევე, ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და მიწვეული სტუმრები.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნამდე, დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ახლად გარდაცვლილი კოლეგის, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორისა და საზოგადო მოღვაწის, დავით კალმახელიძის ხსოვნას.

ღონისძიება გახსნა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა.

„დღევანდელი დღე ჩვენთვის კოლეგიალობის, პროფესიონალიზმის, ერთმანეთის გვერდში დგომის დღეა. ფაკულტეტის დღის აღნიშვნის იდეა გასულ წელს გააჟღერა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ - მადლობას ვუხდით მას ამისთვის. წელიწადში ერთხელ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განსხვავებულ ფორმატში წარვსდგეთ ერთმანეთისა და მოწვეული სტუმრების წინაშე. საუნივერსიტეტო რეფორმების შედეგად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს თავისი სიმბოლიკა აქვს, რაც იდენტობის ერთგვარი გამოხატულებაა. სასიხარულო ფაქტია, რომ რექტორის ინიციატივით, ფაკულტეტის დროშა დაგვიმზადეს, რომელსაც დღეს საზეიმოდ ჩავიბარებთ“, - განაცხადა ივანე ჯაგოდნიშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ახალი სიმბოლიკით ბრენდირებული საფაკულტეტო დროშა რექტორმა გადასცა. როგორც პროფესორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საუნივერსიტეტო სივრცეში, არსებული სახით, უკვე მეშვიდე წელია ფუნქციონირებს და ამ პერიოდში მან მრავალი სირთულე წარმატებით დაძლია.

„8 თებერვალი წმინდა მეფე დავითის ხსენების დღეა. სწორედ დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება პირველი საუნივერსიტეტო სივრცის დაარსება საქართველოში, მანამდე კი არსებობდა გელათისა და იყალთოს აკადემიები. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ, ერმა მრავალი ძნელბედობა გამოიარა და დავით აღმაშენებლის მიერ ჩადებული მარცვალი 105 წლის წინ გაღვივდა. დღეს ქართული საუნივერსიტეტო საზოგადოების პირველი ალმა-მატერი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის გახდა! სწორედ დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თავისი დაარსების დღეს აღნიშნავს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, მინდა მრავალი წარმატება ვუსურვო აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, განსაკუთრებით კი - სტუდენტებს. საუნივერსიტეტო სივრცეში, არსებული სახით, ფაკულტეტი უკვე მეშვიდე წელია ფუნქციონირებს. ამ შვიდი წლის მანძილზე თქვენ მრავალი სირთულე ღირსეულად გადალახეთ, მრავალი გამოწვევა დაძლიეთ და არაერთ წარმატებას მიაღწიეთ. რას ნიშნავს ფაკულტეტის დღე? ეს ჩვენს სტუდენტებთან განსხვავებულ ფორმატში შეხვედრაა, მომავალი თაობის მიმართ ისეთივე დიდი სითბოს გამომჟღავნებაა, როგორითაც თავის დროზე ჩვენ - უფროსი თაობები აღგვზარდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, დღეს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „კურსდამთავრებულთა კლუბი“ დაარსდა.

„მადლობა ჩვენს ფაკულტეტს, სადაც დღეს საფუძველი ჩაეყარა კურსდამთავრებულთა კლუბის დაფუძნებას. ეს ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობაა, რომლის მეშვეობითაც ევროპის არაერთ ქვეყანაში საგანმანათლებლო სფერო მრავალ გამოწვევას უმკლავდება. ჩვენ, კლუბის წევრები და ფაკულტეტის ადმინისტრაცია, შევეცდებით ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თანამედროვე დასავლური საგანმანათლებლო მოდელების გაზიარება და მათი დამკვიდრება ჩვენს უნივერსიტეტში. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, ვითანამშრომლოთ მნიშვნელოვან ევროპულ საუნივერსიტეტო კლუბებთან და მათი გამოცდილება გავიზიაროთ. მინდა აღვნიშნო, რომ კურსდამთავრებულთა კლუბის დაარსების მნიშვნელობა დიდია იმ მხრივაც, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ვიქონიოთ უწყვეტი კავშირი უნივერსიტეტთან, ერთად ვიზრუნოთ მასზე და ერთად შევასხათ ფრთები ახალ იდეებს“, - განაცხადა სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, თამარ ტარტარაშვილმა.

ღონისძიებაზე ლიტერატურული კომპოზიციით წარსდგნენ საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სტუდენტი მსახიობები. დასასრულ კი, მოწვეულმა სტუმრებმა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა