იმ ოჯახის წევრების გამოკითხვა დასრულდა, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს

ზუგდიდში, სამხარეო პოლიციაში იმ ოჯახის წევრების დაკითხვა დასრულდა, სადაც ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს.

გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ერთ-ერთი ადვოკატის დავით ჩხოტუას განცხადებით, ომიანე ჯიქია და მისი ცოლ-შვილი დაკავებული არ არიან.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატი სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

,,დაკითხეს და დღეს გაუშვეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ახლა სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ ეტაპზე მათი დაკავება მოსალოდნელი არ არის, არც ბრალია წაყენებული. აქ იმყოფებოდნენ როგორც მოწმეები“, - განაცხადა დავით ჩხოტუამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა გამთენიისას, სოფელ ჯიხაშკარში, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ