რუსეთის ვიცე-პრემიერი - რუსეთ-„სამხრეთ ოსეთის“ ურთიერთობებმა დროის გამოცდა გაიარა და აგებულია ალიანსისა და ინტეგრაციის პრინციპებზე

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებმა დროის გამოცდას გაუძლო და გრძელდება ინტეგრაციისა და ალიანსის პრინციპებზე მისი მშენებლობა.

ეს მოსაზრება რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთ-„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე გამოთქვა.

„რუსეთ-"სამხრეთ ოსეთის" ურთიერთობებმა დროის გამოცდა გაიარა და აგებულია ალიანსისა და ინტეგრაციის პრინციპებზე. პოლიტიკური დიალოგი აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის, თანამშრომლობა თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში, სავაჭრო, ეკონომიკური და რეგიონთაშორისი კავშირები, კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლა დინამიკურად ვითარდება“ , - განაცხადა ნოვაკმა.

მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის „რუსეთის ფედერაციის გრძელვადიან ინტერესებს, მათ შორის ახალი გეოპოლიტიკური რეალობის კონტექსტში“.

„დღეს ჩვენ ვხედავთ ახალი მრავალპოლარული და უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას - ეს ხსნის შესაძლებლობებს ეროვნული მრეწველობის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკური ჯაჭვის განვითარების თვალსაზრისით“ , - განმარტა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

ნოვაკმა განმარტა, რომ რუსული მხარე მზადაა განაგრძოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო 2015 წლის მარტში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა