ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ემანუელ მაკრონს და ოლაფ შოლცს შეხვდება

ოთხშაბათს საღამოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ

მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, აქამდე გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ შოლცი პარიზში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.

ხუთშაბათს ზელენსკის ბრიუსელში ვიზიტი არის მოსალოდნელი, სადაც ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება და რომელზე დასასწრებადაც უკრაინის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიიპატიჟა.

Euronews-ის ცნობით, ზელენსკის ბელგიის დედაქალაქში ვიზიტი ევროპარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლით დაიწყება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა