თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“"თბილისი თქვენ გვერდითაა!"- თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა”, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება.