რიში სუნაკმა თავდაცვის მინისტრს დაავალა, გაარკვიოს, რა ტიპის თვითმფრინავების გადაცემა არის შესაძლებელი უკრაინისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესს დაავალა, გაარკვიოს რომელი თვითმფრინავების გადაცემა შეიძლება უკრაინისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

სუნაკის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს “გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა” და კიევი ამჟამად ყველაზე მეტად “მოკლევადიან შესაძლებლობებს” საჭიროებს.

ცნობისთვის, აქამდე სუნაკმა უკრაინელი პილოტების მომზადების გეგმების შესახებ განაცხადა, რათა დროთა განმავლობაში მათ ნატოს სტანდარტების თვითმფრინავების პილოტირება შეძლონ.

“აშკარაა, რომ ამის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება გვსურს. ვფიქრობ, რომ ვცდილობთ ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთოთ, რათა ამ პილოტების მომზადება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, მაგრამ ეს რთული სამხედრო ტექნიკაა… და, როგორც თქვენ იცით, ბრიტანელი პილოტების მომზადების ახლანდელი პერიოდი დაახლოებით ხუთ წელიწადს შეადგენს”, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა