NASA - 11 თებერვალს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის

11 თებერვალს, ასტეროიდი, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 49 მეტრია, დედამიწას ჩაუვლის. ამის შესახებ NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია იტყობინება.

ასტეროიდი 2023 BC8, რომელიც სამგზავრო თვითმფრინავის ზომისაა, დედამიწას ყველაზე ახლოს, 11 თებერვალს, 5 930 000 კმ მანძილზე მიუახლოვდება. ასტეროიდის სიჩქარე საათში 50400 კმ-ია.

სპეციალისტების განმარტებით, ეს ასტეროიდი არ არის „პოტენციურად საშიში“, რადგან მისი სიგრძე არ აღემატება 150 მეტრს, თუმცა მაქსიმალური მანძილი დედამიწიდან 7,5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები იქნება. იმისათვის, რომ განისაზღვროს როგორც „პოტენციურად საშიში“, ის ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს ორივე პარამეტრს.

27 იანვრის ღამეს, ასტეროიდმა 2023 BU დედამიწას ჩაუარა. მისი მინიმალური მანძილი ჩვენს პლანეტამდე მხოლოდ 3600 კმ იყო.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას