ელჩის განცხადებით, თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჯერჯერობით, საქართველოს 3 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ დასტურდება ინფორმაცია. ამის შესახებ დიპლომატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთი მოქალაქე დაგვეღუპა. ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ ოჯახისგან, პირადად ვესაუბრე დაღუპულის დას. ჯერჯერობით 3 ადამიანია გარდაცვლილი. სამივე შემთხვევაში დასტური გვაქვს ოჯახებისგან“, - განაცხადა ელჩმა.

როგორც მან აღნიშნა, 2 მოქალაქის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

„გუშინ 6 პიროვნება იყო დაკარგული, 4 ვიპოვეთ. ორი უმძიმესი შემთხვევაა და ამ დრომდე აბსოლუტურად ვერაფერი გავიგეთ. როგორც თურქები და ქართველები გვეუბნებიან, სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯანჯღავამ.

ელჩი ასევე განმარტავს, რომ ერთ-ერთი მოქალაქე დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა იპოვეს.

„რაც შეეხება დაკარგულ მოქალაქეებს, მეზღვაურია ქ. ქ. დაკარგულად იყო გამოცხადებული და ერთ-ერთ სასტუმროსთან მივაკვლიეთ, ის ცოცხალია და ჯანმრთელად არის“, - განაცხადა ჯანჯღავამ.

ამასთან, მისივე განმარტებით, არის ადამიანების მიწისძვრის ზონიდან გამოყვანის ძალიან დიდი პრობლემა, ვინაიდან, გზები ჩახერგილია და ადგილზე შესვლა მხოლოდ სამაშველო ბრიგადებს და ჰუმანიტარული მიზნით შეუძლიათ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს