თაკო ჩარკვიანი - ქუჩიდან რომ უბღვერ პარლამენტს, უფრო მეტი შიში აქვთ შიგნით, ამიტომ მივადექით ბოიკოტს, თორემ არავინაა მოხალისე, ყინვაში გარეთ ვიყოთ

„ძალა ერთობით“ უნდა მოვახერხოთ, რომ შევაკავოთ ძალიან როლში შეჭრილი აღვირახსნილების ხელისუფლება - მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში ვერ გამოვიდა და ახლა მივადექით ბოიკოტს , - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, როცა პარლამენტს „ქუჩიდან უბღვერ“, მაშინ პარლამენტში ცოტა უფრო მეტი შიში ექნებათ.

„მე მგონია, რომ „ძალა ერთობით“ უნდა მოვახერხოთ, რომ ძალიან როლში შეჭრილი აღვირახსნილების ხელისუფლება შევაკავოთ, რომელიც ვეღარ გრძნობს, რომ ხალხი გაჭირვებულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში ვერ გამოვიდა და ახლა მივადექით ბოიკოტს, ახლა გვინდა, რომ ქუჩა მოვამძლავროთ. ქუჩიდან რომ შენ პარლამენტს უბღვერ, ცოტა უფრო მეტი შიში აქვთ შიგნით, ამიტომ ვაკეთებთ ამას და არავინ არ არის მოხალისე, რომ ამ ყინვაში გარეთ ვიყოთ, მართლა გულწრფელად ვიბრძვით, რადგან ხელისუფლებამ თავზე ხელი აიღო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ასევე, თაკო ჩარკვიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს უცხოელი ექსპერტები ეუბნებიან, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოწამლულია, ამიტომ გასაკვირი იქნებოდა, პარტია ბოიკოტის რეჟიმში რომ არ გადასულიყო.

„უცხოელი ექსპერტები ეუბნებიან, რომ მისი პარტიის ლიდერი მოწამლულია, მძიმედ არის, ყოველდღე მძიმდება, კვდება ციხეში და ჩვენ ხომ ის უნდა გვიკვირდეს, რომ ლევან ხაბეიშვილი ახლა მოკალათებული იყოს პარლამენტში და ბოიკოტში არ იყოს? - მე მაგალითად ეს უფრო გამიკვირდებოდა. დაიწყო ამ ადამიანმა მოქმედება.

ვერ შეთანხმდნენ პარტიაში, ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ სტატუსი დადო არ ვეთანხმებიო, ამიტომ, როცა ერთობა არ არის, გათითოკაცებით გამოსვლა არის ყველაფრის განადგურება. სამი დღეა ეს ადამიანი თავმჯდომარეა, სამი დღეა არ სძინავს, რამდენადაც ჩვენ ვიცით ამ ადამიანს ჩაფიქრებული აქვს ასეთი რამ, დაიწყოს... აკრიფოს რეგიონებიდან... ასე ნელ-ნელა ეს ბიჭი დაიწყებს მოქმედებას. მისი პარტიის დამფუძნებელი კვდება ციხეში და რა ქნას დაიძინოს? ხალხო ვერ გავიგე რა გვინდა მოქმედებს ოპოზიცია, არ გვინდა, არ მოქმედებს ოპოზიცია, რატომ არ მოქმედებსო. დაიწყო ამ ადამიანმა, ჩვენ ამოვუდექით მხარში ამ ბოიკოტით“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა