რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შეუძლებელია, მსგავსი კატასტროფისთვის მზად იყო

რა თქმა უნდა, არის ხარვეზები. პირობები გასაგებია. შეუძლებელია, მსგავსი კატასტროფისთვის მზად იყო, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდღანმა ჰატაის პროვინციაში ვიზიტისას განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას, რომელიც მიწისძვრის შემდგომ მიმდინარე სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით გაჩნდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თავდაპირველად პრობლემები მართლაც არსებობდა რეაგირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამჟამად ის აღმოფხვრილია.

„ახლა არის ერთიანობის, სოლიდარობის დრო. არ შემიძლია იმ ხალხის ატანა, ვინც პოლიტიკური ინტერესებისთვის ნეგატიურ კამპანიას აწარმოებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„რა თქმა უნდა, არის ხარვეზები. პირობები გასაგებია. შეუძლებელია იყო მზად მსგავსი კატასტროფისთვის“, - თქვა ერდოღანმა ვიზიტის დროს ჰატაიში, სამხრეთ პროვინციაში, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე მეტი დაღუპულთა რიცხვი აქვს.

ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 12 391 ადამიანი ემსხვერპლა. სირიაში კი, დაღუპულთა რაოდენობამ 2 992-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი, საერთო ჯამში, 15 383-მდე გაიზარდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება