რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მხარდაჭერის ახალი სქემა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, რომლის დროსაც განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული აუქციონების ჩატარების პროცედურები განიხილეს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) მიიღო. შეხვედრას ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობას მიანიჭა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის, რომლის ეკონომიკაც სტაბილურად ვითარდება, მისი ენერგეტიკული შესაძლებლობების მდგრადი ზრდა უმნიშვნელოვანესია.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის რესურსების დიდი პოტენციალი, რომლის ათვისებაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია.

მან ასევე ყურადღება ხელისუფლების ამბიციურ გეგმებზე გაამახვილა, რომლებიც მიმართულია მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარებისკენ. მათ შორისაა, როგორც ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისება, ისე შავი ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობა, რომელიც საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს ევროკავშირთან დააკავშირებს.

რომეო მიქაუტაძის თქმით, ყოველივე ეს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს გაზრდის. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა USAID-ს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების განვითარებისადმი იჩენს.

შეხვედრაზე ასევე სიტყვით USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი გამოვიდა. ოფიციალური მოხსენებების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია გაიმართა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა