თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 105 წლისაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად საიუბილეო კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ყველა ფაკულტეტზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში მოეწყო რამდენიმე გამოფენა, მათ შორის გამოიფინა საუნივერსიტეტო წიგნები, თსუ სახვითი ხელოვნების კათედრის პროფესორებისა და სტუდენტების ნახატები, ასევე, ისტორიული მნიშვნელობის ფოტოები, პოსტერები, დამფუძნებელთა მემორიალური ნივთები, ხელნაწერები.

105 წლის წინ, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის 369 სტუდენტითა და 89 მსმენელით საქართველოში საუნივერსიტეტო განათლება დაიწყო.

„ამ დღესაც მოვესწარით, რომ ქართულ უნივერსიტეტს ვხსნით... ლტოლვილებამ სინათლისადმი, ცოდნის წყურვილმა და ჭეშმარიტების სიყვარულმა შეჰკრიბა დღეს აქ აუარება ხალხი...“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ უნივერსიტეტის გახსნის დღეს, 1918 წლის 8 თებერვალს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად საიუბილეო კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ყველა ფაკულტეტზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. მათ შორის, მოეწყო სამეცნიერო კონფერენციები, მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების, წიგნების პრეზენტაცია, პანელური დისკუსიები, კვლევითი პროექტების პრეზენტაცია, დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ასევე, დაჯილდოვდნენ ფაკულტეტების კონფერენციებში გამარჯვებული მოხსენებების ავტორები.

„ვულოცავ ყველას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს. უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან, უნივერსიტეტი იქცა არა მხოლოდ განათლების ცენტრად, არამედ, ზოგადად, მეცნიერების განვითარების მთავარ კერად მე-20 საუკუნის საქართველოში. მაგრამ ყველაზე უფრო ნიშანდობლივი მაინც ის არის, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს უნივერსიტეტი ინარჩუნებდა მთავარ ნაციონალურ იდეას, რომელზეც გასული საუკუნის 90-იან წლებში ახალი სახელმწიფო დაფუძნდა. სწორედ ესაა უნივერსიტეტის უპირველესი მისია“,- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საიუბილეო ღონისძიებაზე.

ყველა უნივერსიტეტელსა და სრულიად საქართველოს მიულოცეს თსუ-ის 105 წლის იუბილე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ. საიუბილეო ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით 14 პროფესორი დააჯილდოვეს. „ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაც. ამ ჯილდოს ჩემთან ერთად ინაწილებს მთელი ფაკულტეტი. ეს არის ხალხი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ფაკულტეტი იყოს უპირობო ლიდერი ფსიქოლოგიური განათლების სფეროში საქართველოში“,- განაცხადა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ია კუტალაძემ.

თსუ-ს ცნობით, 8 თებერვალს, იუბილესთან დაკავშირებით თსუ იურიდიული ფაკულტეტზე გაიხსნა ფაკულტეტის დამაარსებელ პროფესორთა სახელობის ხუთი აუდიტორია. ასევე ორი საკონფერენციო დარბაზი, რომელთაც საქართველოში პირველი იურისტი ქალი მეცნიერის, სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებლის თინათინ წერეთლისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის ფუძემდებლის, პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელები მიენიჭათ.

„იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში მოეწყო რამდენიმე გამოფენა, მათ შორის გამოიფინა საუნივერსიტეტო წიგნები, თსუ სახვითი ხელოვნების კათედრის პროფესორებისა და სტუდენტების ნახატები, ასევე, ისტორიული მნიშვნელობის ფოტოები, პოსტერები, დამფუძნებელთა მემორიალური ნივთები, ხელნაწერები. ფოტოების საშუალებით აღდგენილი იყო სრული რეტროსპექტივა იმ მოვლენებისა, რომელიც ახლდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების პირველ პერიოდს.

საიუბილეო დღეს საზეიმოდ გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სპორტული სივრცეები. კალათბურთისა და ფრენბურთის დარბაზის პრეზენტაციასთან ერთად, გაიმართა საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც თსუ სტუდენტებმა, პროფესორებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფოსტამ გამოუშვა პირველ კურსდამთავრებულთა საიუბილეო მარკები, რომელთა პრეზენტაციაც საზეიმო ვითარებაში გაიმართა. საიუბილეო მარკებზე გამოსახულია ივანე ჯავახიშვილი პირველ კურსდამთავრებულებთან ერთად, ასევე, სიმონ ჯანაშია, შალვა ამირანაშვილი, არნოლდ ჩიქობავა, თამარ ლომოური და ვარლამ თოფურია.

საიუბილეო კვირეული დასრულდა საზეიმო კონცერტით, რომელშიც მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვოკალურმა, ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, სტუდენტურმა კაპელამ და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ცნობილმა მომღერლებმა მიიღეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის