ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს დრეზდენში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, დრეზდენში MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.

„ფორუმის ფარგლებში საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. საერთაშორისო კომპანიებთან, ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან 30-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა.

MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმის მსვლელობისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია პოტენციურ პარტნიორებს გააცნეს: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების სამეფოს, აშშ-ს, სკანდინავიის ქვეყნების და სხვა მიზნობრივი ქვეყნების წარმომადგენლებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა