SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს „SOLO X“ სთავაზობს

SOLO მომხმარებლისთვის მათ ყოველდღიურობაზე მორგებული, მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზებას განაგრძობს. სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით კი ბაზარზე ახალი პროდუქტი „SOLO X“ ჩაეშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, „SOLO X“ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული შეთავაზებაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, ბანკირის უშუალო ჩართულობის გარეშე, დამოუკიდებლად და ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები, 24/7-ზე მიიღონ ქოლ ცენტრის მხარდაჭერა და „SOLO X-ის“ მიერ რეალურ დროში, ბაზრის ტენდენციების ანალიზის შედეგად, ეფექტური ფინანსური გადაწყვეტები მიიღონ.

„SOLO X“ მომხმარებელს სთავაზობს წვდომას დისტანციურ სერვისებზე - ინტერნეტბანკზე, მობილბანკზე, იმეილბანკსა და SMS ბანკზე, აძლევს მათ შესაძლებლობას, ბანკომატიდან ყოველდღიურად გაანაღდონ თანხა გაზრდილი ლიმიტით, გახსნან პრემიუმ ანაბარი განსაკუთრებული პირობებით, მიიღონ თანხის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა და დარიცხული მაღალი სარგებელი. თუმცა, ეს „SOLO X-ის“ ბენეფიტების მხოლოდ ნაწილია.

„SOLO X“ ბანკინგი მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბარათებს: Visa Platinum, Mastercard World Elite და SOLO PLUS Card ბარათს დაგროვების განსაკუთრებული პირობებით, რომლებიც მათ მეტი ბენეფიტებით უზრუნველყოფს, მათ შორისაა: აეროპორტებში Lounge Key-ზე წვდომა, სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პროდუქტები და სხვა.

SOLO X LIFESTYLE-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, წვდომა ჰქონდეს წელიწადში 800 ექსკლუზიურ შეთავაზებასა და ფასდაკლებაზე, დაესწროს SOLO ღონისძიებებს, SOLO Talk-ებსა და მასტერკლასებს, ასევე, ისარგებლოს სპეციალური ფასით SOLO ბუტიკში ექსკლუზიურ ნივთებსა და SOLO TOUR-ის ფარგლებში მოგზაურობაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„SOLO X“ მომხმარებელზე მორგებული პროდუქტია. „სწორ დროს, სწორ ადგილას“ - ეს ჩვენი მთავარი კონცეფციაა, რადგან „SOLO X-ის“ მეშვეობით მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელ დროს, მათ უნიკალურ მოთხოვნილებებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა