ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე და მზად ვართ ამ გზაზე დახმარების გასაწევად

მე დღეს გამოვხატე ხორვატიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ. მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე და მზად ვართ ამ გზაზე დახმარების გასაწევად ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით. შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ, - ამის შესახებ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, გორდან გრილიჩ რადმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხორვატია საქართველოს რეფორმების პროცესს მიესალმება.

„მივესალმებით თქვენი რეფორმების პროცესს და ამ პროცესის მიმართ ვალდებულებას. ასევე, გამოვხატავ ხორვატიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას“, - აღნიშნა ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, საგარეო მინისტრთან შეხვედრის დროს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობაზეც ისაუბრეს.

„მინდა, მადლობა მოგახსენოთ საქართველოში ძალიან კარგი დახვედრისთვის. მოხარული ვარ, რომ ვარ ხორვატიის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოს ვსტუმრობ. ეს არის ისტორიული და ძალიან წარმატებული ვიზიტი. გვქონდა აზრების ძალიან წრფელი გაცვლა გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩემი ვიზიტი ემთხვევა ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს. ჩვენ დღეს ორივემ გამოვხატეთ მტკიცე განზრახვა, განვაგრძოთ ყველა დონეზე პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ამ მიზნით, ჩვენ დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი დიპლომატიური ტრენინგების სფეროში. დღეს, მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ბატონ დავითაშვილთან ერთად, ხელს მოვაწერ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ჩვენი ქვეყნები დაინტერესებული არიან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობით, რადგან ისინი ერთნაირად ამაყობენ თავიანთი ლამაზი ბუნებითა და კულტურული მემკვიდრეობით. მე დღეს გამოვხატე ხორვატიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ. მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე და მზად ვართ ამ გზაზე დახმარების გასაწევად ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით. შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს არის გრძელი გზა. მივესალმებით თქვენი რეფორმების პროცესს და ამ პროცესის მიმართ ვალდებულებას. ასევე გამოვხატავ ხორვატიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას“, - აღნიშნა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ექნება შესაძლებლობა ოკუპირებული რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვიოს.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს