სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დაამონტაჟა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე, საკუთარი ძალებითა და რესურსით, საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დაამონტაჟა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროსიგნალიზაციის ღობურა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სამართალდამრღვევ პირთა გადაადგილების შესაზღუდად შექმნილი დამაბრკოლებელი საშუალებაა.

„ელექტროსიგნალიზაციის ღობურა შემზღუდველი საშუალებაა, რომელიც სასაზღვრო სექტორს წინმსწრებად აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ დასაცავი მონაკვეთის კონკრეტულად რომელ უბანზე დაირღვა სახელმწიფო საზღვარი ან დაფიქსირდა დარღვევის მცდელობა.

საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დამონტაჟდა ბათუმის, ახალციხის და წითელი ხიდის სამმართველოების დასაცავ მონაკვეთებზე.

სახმელეთო საზღვრის დაცვის ელექტრონული ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება აძლიერებს და კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და კონტროლს”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას