დავით უსუფაშვილი - მე მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის პრორუსი, აქ არის რუსეთთან ინტერესთა თანხვედრა

მე მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის პრორუსი, აქ არის რუსეთთან ინტერესთა თანხვედრა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ "დასავლეთი ცდილობს საქართველოს ხელები გადაუგრიხოს" და აღნიშნა, რომ დასავლეთთან მიმართებით საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა, ამის მიზეზი კი დასავლეთის მხრიდან წამოსული კრიტიკაა.

„გადაგრეხას რაც შეეხება, რუსეთი საქართველოს უპირებდა და უპირებს კისრის მოგრეხას, დასავლეთს გამოწვდილი აქვს დახმარების ხელი და ეს ასეა უკვე ათწლეულებია, ამას ვერანაირი კარასინის რიტორიკა ვერ შეცვლის. ეს ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან ყველაფერი გააკეთონ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. აქ ჩვენ ის კითხვა უნდა გვქონდეს, რატომ არ აკეთებენ ყველაფერს ამისთვის და რატომ აღვივებენ იმ ტიპის განწყობებს, რომ თითქოს დასავლეთს უნდა საქართველო იაფად გადაახურდაოს თავის მიზნებისთვის დიდ ამბებში, რატომ ემთხვევა ეს "ხაზები" კარასინის და თავის ძმების და დების "ხაზებს" დასავლეთთან მიმართებით? ჩვენ ეს კითხვები გვაღელვებს, ზოგს ამაზე უკვე ჩამოყალიბებული პასუხი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ ხაზს ადგას, მე მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის პრორუსი, აქ არის ინტერესთა თანხვედრა. როგორც პუტინი შეაწუხა დასავლეთის კრიტიკამ, "ქართული ოცნება" ასევე შეაწუხა დასავლეთის კრიტიკამ და ინტერესთა თანხვედრაა, რადგან ავტორიტარულ რეჟიმებში, სადაც მესიანისტური განწყობებია, რომ ვიღაცამ უნდა იხსნას ქვეყანა, ისევე როგორც რუსი "პატრიოტი" გეტყვით დღეს, რომ პუტინი უდრის რუსეთს და პირიქით რუსეთი პუტინს, საქართველოშიც იგივე ჩამოყალიბდა ნელ- ნელა,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა