ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ღირსების უმაღლესი ორდენით, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.

„პატივისცემა უკრაინას და მის ხალხს. პატივისცემა თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი გამბედაობისა და ერთგულებისთვის“, - დაწერა მაკრონმა „ტვიტერზე“.

„ეს ჩემთვის მეტისმეტია", - განაცხადა ზელენსკიმ დაჯილდოებისას და დასძინა, რომ სურდა ჯილდო უკრაინელი ხალხისათვის მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენი არის უმაღლესი ჯილდო, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს შეუძლია სხვა სახელმწიფოს მეთაურს გადასცეს.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოდან გუშინ ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა