შალვა პაპუაშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის საელჩოში იმყოფებოდა. მან თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის მიუსამძიმრა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში საქართველოს პარლამენტის სახელით ჩანაწერი გააკეთა.

„ჩვენ თურქი ხალხის გვერდში ვდგავართ და ვართ მზად რომ დავეხმაროთ ამ მძიმე წუთებში. საქართველოს პარლამენტმა დაიწყო საქველმოქმედო აქცია. დავიწყეთ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება პარლამენტში და ხვალ თურქეთის საელჩოს ჩვენს მიერ შეგროვებულ ტვირთს მოვაწვდით, რომელიც შემდგომ თურქეთში გაიგზავნება. გარდა ამისა, ჩვენი მაშველები უკვე თურქეთში არიან და მონაწილეობენ მიწისძვრის შედეგად დამდგარი ზიანის აღმოფხვრაში. საქართველო, როდესაც მას უჭირდა, ყოველთვის გრძნობდა თურქეთის დახმარებას. ჩვენი მეგობრობის ნაწილია, რომ გვერდში დავუდგეთ თურქ მეგობრებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, თურქეთის ელჩს მომხდარი ტრაგედიის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ.

„თურქი ხალხი არის ჩვენი მეგობარი და მოძმე ერი. უახლოესი 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოწვევა საქართველოსთვის, როცა თურქი ხალხი და მისი ხელისუფლება არ გვედგა გვერდით. ჩვენ ეს გვახსოვს და ძალიან ვაფასებთ. ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით ყველაფერი გავაკეთოთ რაც ძალგვიძს იმისათვის, რომ ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ეს წარმოუდგენელი ტრაგედია“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას