ირაკლი კობახიძე - პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტის მხრიდან სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია

პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტის მხრიდან სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა პარლამენტი სააკაშვილის საქმეებზე ამნისტიის გამოცემას, თუ იგი ბრალდებებს აღიარებს.

კობახიძის თქმით, შესაძლოა, პატიმრები თანაგრძნობას იწვევდნენ, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია.

„პარლამენტის მიერ ამნისტია გამორიცხულია. ამნისტია ისეთი კანონია, რომელიც პირთა აბსტრაქტულ წრეს უნდა შეეხოს. არ შეიძლება ამნისტია ერთ კონკრეტულ წრეს მოერგოს. ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს და გამორიცხულია, რომ ამნისტიის კანონი ერთ კაცს მოერგოს.

ცხრა ათასივე პატიმარი, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შესაძლოა თანაგრძნობას იწვევდეს, ეს ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია, განსაკუთრებით როდესაც საქმე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულებში მხილებულ პატიმარს ეხება. რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა