სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების მიზნით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის - ფაზა 2-ის“ ფარგლებში, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების მიზნით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და სამხრეთ კავკასიის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის უფროსმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა მიმართეს.

„შეხვედრის მიზანი სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის გადახედვა იყო, რომელიც არასათანადო მოპყრობის დანაშაულების გამოძიებას ეხება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და ვაკვირდებით მის მუშაობას, რადგან გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ასეთი სამსახურის შექმნას ვუწევდით ადვოკატირებას. გვესმის, რომ მას აქვს გარკვეული გამოწვევები, ვინაიდან სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ყოველთვის სენსიტიური საკითხია“, - განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა სამოხელეო დანაშაულისა და არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის პრინციპები.

„საუბარი შეეხო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. ასევე, წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ჩვენებისა ან განმარტების მიცემის იძულების გამიჯვნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, კვალიფიკაციის გამიჯვნის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნაც დაიგეგმა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სახელმძღვანელო დოკუმენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს მისცემს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად სწრაფად და სწორად მოხდეს არასათანადო მოპყრობის საქმეებზე კვალიფიკაციის განსაზღვრა,“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგის და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან ქუთათელაძემ.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური პროკურატურის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა