„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი - ჯერჯერობით, ყველა აქციაზე, რომელიც აქამდე ჩატარდა, ადამიანები თვითდინებით მოვიდნენ

ჩვენი მიზანია არსებული პოლიტიკური პარადიგმა შევცვალოთ - არა მოვლენების კომენტატორებად ვიქცეთ, არამედ გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საგანგებო რეჟიმში მუშაობა მოუწია. როგორც ფარულავამ აღნიშნა, პირველ ამოცანად პარტიის რეორგანიზება დაისახა და პარტია სტრუქტურულად განახლდა.

„ჩვენ უამრავი გამოწვევა გვაქვს, თუმცა მთავარი ეროვნული ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა, მისი ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა, რაც ასევე დაკავშირებულია ჩვენი ევროპული პერსპექტივის რეალიზებასთან. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ მოვლენების კომენტატორებად ვიქცეთ - ჩვენ თავად უნდა შევქმნათ მოვლენები, პოლიტიკური დღის წესრიგი და არსებული პარადიგმა, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, როდესაც პოლიტიკოსები ვეღარ ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს, ეს უნდა შევცვალოთ.

ჩვენ დავიწყეთ აქციები, რომლებიც, მაგალითად, დღეს რამდენიმე ქალაქში იმართება. რატომ ხდება ეს ყველაფერი? „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნა კრიზისი, რომელიც არჩევნების გზით გადაილახა. ჩვენ უპრეცედენტო ტიპის არჩევნები ჩავატარეთ. რატომ გადავწყვიტეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაგვეწყო შიდა ტიპის დემოკრატიის ჩამოყალიბება - ბოლო 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, დევნა, პოლიტიკურ ლიდერებზე საქმეების აღძვრა, შესაბამისად, ჩვენ პირდაპირ საგანგებო რეჟიმში მოგვიწია პარტიის გადმობარება და გადავედით პირდაპირ მოქმედებაზე, რათა პირველ რიგში დავიბრუნეთ ჩვენი საბაზისო ელექტორატი“, - აღნიშნა ფარულავამ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ასევე განაცხადა, რეგიონებში უნდა დაიწყოს საპროტესტო მუხტი, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა დასრულდეს თბილისში.

„ჩვენ მოგვიწია საგანგებო რეჟიმში მუშაობა - პირველ ამოცანად პარტიის რეორგანიზება დავისახეთ. პარტია სტრუქტურულად განახლდა და ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ დროს, მიხეილ სააკაშვილის პროცესთან მიმართებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო პირველ რიგში მცირე, წერტილოვანი აქციებით, შემდეგ კი გადავსულიყავით რეჟიმში, რომელიც ამ მუხტს ჩამოიტანს დედაქალაქში, სადაც იქნება ფართომასშტაბიანი აქციებიც. ჯერჯერობით, ყველა აქციაზე, რომელიც აქამდე ჩატარდა, ადამიანები თვითდინებით მოვიდნენ. როდესაც გეგმა გავაცანით ჩვენს რეგიონულ ხელმძღვანელებს, არავისთვის დაგვივალებია, რომ ადამიანები თბილისში ჩამოეყვანათ.

ჩვენ გვჭირდება ადგილზე მობილიზება, მოძრაობა და აქციები. ეს პროცესი დაიწყო და მუხტი, რომელიც უნდა შეიქმნას საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა დასრულდეს თბილისში“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა