ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების პროცესში დიდი წვლილი ნიკა მელიამ შეიტანა და ახლა ამ საქმეს ხაბეიშვილი-ჩალაძე-კეზერაშვილი აგრძელებს - რაც მეტად დასუსტდება ეს პარტია, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის

დღეს ჩვენ იდეალური მდგომარეობა გვაქვს, რაც უფრო მეტხანს არ შემოვა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, მით უკეთესი ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების პროცესში დიდი წვლილი ნიკა მელიამ შეიტანა და ახლა ამ საქმეს ხაბეიშვილი-ჩალაძე-კეზერაშვილი აგრძელებენ.

„ვერც პარლამენტში და ვერც ქუჩაში ვერაფერს აკეთებენ. ახლა პარლამენტსა და ქუჩას შორის გაჭედილები არიან, სადღაც არიან და თვითონაც არ იციან სად არიან. ამ პროცესებს ხაბეიშვილის-ჩალაძის ტანდემი ხელმძღვანელობს, სადამდე შეიძლება ამ ტანდემმა ეს პარტია მიიყვანოს, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. თავის დროზე, როცა წარიმართებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების პროცესი, ამაში დიდი წვლილი ნიკანორ მელიამ შეიტანა და ახლა ამ საქმეს ხაბეიშვილი-ჩალაძე-კეზერაშვილი აგრძელებენ, რაც ძალიან კარგია. რაც მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“ მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის.

მათ, რა თქმა უნდა, ნულოვანი გავლენა აქვთ. უფრო მეტიც, რაც უფრო დიდხანს არ შემოვა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, მით უფრო უკეთესი იქნება იმისათვის, რომ პარლამენტში კონსტრუქციულად წარიმართოს დისკუსიები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. შესაბამისად, დღეს ჩვენ იდეალური მდგომარეობა გვაქვს, რაც უფრო მეტხანს ისინი პარლამენტში არ შემოვლენ, მით უკეთესი ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება