თბილისის საკრებულო თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო და მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას.

„მსოფლიო შეძრა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელმაც ათასობით ადამიანის ტრაგიკული დაღუპვა და მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.

ამ რთულ დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება.

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მაშველებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი უკვე გაემგზავრა თურქეთში.

ამასთანავე, მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ადიამანში საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველიც გაიგზავნება.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის საქართველოს სამი მოქალაქეა, რომელთა გარდაცვალების გამო დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ქვეყნის მოსახლეობას და გამძლეობას ვუსურვებთ“, -ნათქვამია განცხადებაში.

როგორც თბილისის საკრებულოში განმარტავენ, დღესვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილესთან, თინათინ ნიბლოშვილთან ერთად თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა