ირაკლი კობახიძე - გარკვეული რესურსი, რომ რუსეთს ვითარება დავუმძიმოთ, არსებობს, მაგრამ ეს საქართველოს განადგურების ხარჯზე მოხდება - ჩვენი ინტერესია ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ

არსებობს „მეორე ფრონტის“ გახსნის კონკრეტული ინტერესი იმისთვის, რომ რუსეთს დაუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა - გარკვეული რესურსი, რომ რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება არსებობს, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურების ხარჯზე მოხდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ინტერესია ქვეყანა არავის გაანადგურებინოს.

„ჩვენ გვყავს 25 ათასი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს 100-მდე ტანკი და მოიერიშე ორი თვითმფრინავი. რა თქმა უნდა, გარკვეული რესურსი, რომ დავუმძიმოთ რუსეთს ვითარება, არსებობს, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურების ხარჯზე მოხდება. რა თქმა უნდა, ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმისი ინტერესი, რომ ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ, ბოლომდე გავყვებით ამ ინტერესს.

ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ყველა, მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და არ დააზარალოს საკუთარი მოსახლეობა. როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოში, ამაზე „გვაწვება“ ოპოზიცია, მაგრამ რეალურად რომ გადახედოთ, რატომ არ შეწყვიტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვაჭრობა კონკრეტულ სფეროებში? ძალიან მნიშვნელოვანი სფეროებია, სადაც რუსეთთან ვაჭრობა არ შეუწყვეტია. იგივე ეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სადაც გაიზარდა თანხების მოცულობა. თვითონვე ამბობენ დღეში მილიარდ ევროს ურიცხავდნენ რუსეთის ფედერაციას და ამით პირდაპირ აფინანსებდნენ ომს. რატომ? - იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, მათთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა ხალხის ინტერესების დაცვა. ასეთ დროს ჩვენი დამუნათება არის აბსოლუტურად არასამართლიანი. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ასე გავაგრძელებთ მოქმედებას, ბუნებრივია“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა