თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 16 035-ს მიაღწია, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სირიაში სტიქიას მინიმუმ 3 162 ადამიანი ემსხვერპლა, თურქეთში კი დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 12 873-მდე გაიზარდა.
ამასთან, დღეს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრისგან დაზარალებულ სამ ქალაქს - გაზიანთეფს, ოსმანიესა და ქილისს ეწვევა.