ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მაჩიე ჩურას, სესხების უფროს ოფიცერს ჟატინ სეეჟორს და კონსულტანტ ნატა პეიტრიშვილს შეხვდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. EIB საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგება-წყალარინების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც.

,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების პროგრესი, რომელიც დადებითად შეფასდა. ვიმსჯელეთ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. საუბარი, ასევე, შეეხო სხვა სექტორებში EIB-ის ჩართულობას და თანამშრომლობის გაღრმავებას“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა