რევაზ სოხაძე - ავარიული სახლების ჩანაცვლების დადგენილებაში არც ერთი სიტყვა საკუთრების უფლებას არ ხელყოფს

თბილისის ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ არც ერთი სიტყვა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში არ ხელყოფს საკუთრების უფლებას.

რევაზ სოხაძემ „მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტების ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ საკუთრების უფლების ხელყოფა წარმოუდგენელია, რადგან აღნიშნული უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი გაუგებარია. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაკეთდა განმარტება ჩვენი მხრიდან, მათ შორის ეს საკითხი დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა.

არც ერთი სიტყვა ამ დადგენილებაში არ ხელყოფს საკუთრების უფლებას. მეტიც, ეს წარმოუდგენელია, რადგან ეს უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული“,- აცხადებს რევაზ სოხაძე.

საკრებულოს წევრის განმარტებით, დადგენილებაში ნათქვამია, რომ უნდა არსებობდეს კონკრეტული პროექტი, ადგილი, ინიციატივა მოსახლეობის მხრიდან რომ მათ სურთ ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა.

„მაგრამ რადგან მშენებლობის და პროექტირების პროცესი არ დაიწყება მოსახლეობის საკუთრებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, არამედ დაიწყება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე, ამ პროცესის დაწყებისთვის არ იყოს საჭირო ასპროცენტიანი თანხმობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში, ჩანაცვლების პროექტის კონკრეტულად ამ მისამართზე განხორციელებისთვის მოსახლეობის ასპროცენტიანი თანხმობა საჭირო არ იქნება. თუ მოსახლეობა არ იქნება თანახმა, რა თქმა უნდა, ეს პროექტი არ განხორციელდება“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში