ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტის წინ ბრიუსელში ევროპარლამენტს ეწვია.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მიესალმა.

მოსალოდნელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.

ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში საფრანგეთიდან, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად ჩავიდა. მანამდე კი ის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში