დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე პროექტის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე „თვინინგ ლაითის“ დახურვის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, ენერგეტიკული ბაზრის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზების პროცესმა, ასევე მსოფლიოში ტექნოლოგიების როლის სწრაფმა ზრდამ, დიგიტალიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად აქცია.

„დარწმუნებული ვარ, სემეკის, სხვა შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მალე შეძლებს შექმნას და განავითაროს კონკურენტული და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზარი, უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. საერთაშორისო პროექტებისა და მიღებული გამოცდილების გამოყენებით, შევძლებთ სემეკის შესაძლებლობების გაზრდას, რათა გავაუმჯობესოთ რეგულირების სტანდარტები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მდგრადი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობას, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებასა და, ამავდროულად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ამჟამად ისტორიულ მოვლენებს ეყრება საფუძველი. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებისათვის. შემუშავდა არაერთი ნორმატიული აქტი, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტული ბაზრის ფუნქციონირებისათვის სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას და ეფექტიან მონიტორინგს, ისევე როგორც მომხმარებელთა უფრო მაღალი დონის დაცვის მექანიზმების არსებობას. ამ პროცესში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროკავშირის დაფინანსებით, სემეკში მიმდინარე თვინინგ ლაითის პროექტის -„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, სემეკის წევრი და პროექტის ლიდერი გიორგი ფანგანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კატალინ გერმანი, იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურის (GSE) წარმომადგენლები, ალბერტო ბიანკარდი, პიეტრო ფალკონი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს