იაგო ხვიჩია - შოუში ვართ, „სანტა-ბარბარა“ არის ფინალისკენ - უნდა ვფიქრობდეთ, როგორ დავასრულოთ სცენარი ისე, რომ მაყურებელმა, რომელიც 10 წელია რაღაც უკეთესს ელოდება, გინება არ დაიწყოს ბოლოს

ჩვენ თუ მიხვედრა გვინდა, შოუში ვართ - „სანტა - ბარბარა" არის ფინალისკენ - უნდა ვფიქრობდეთ, როგორ დავასრულოთ სცენარი ისე, რომ მაყურებელმა, რომელიც 10 წელია რაღაც უკეთესს ელოდება, გინება არ დაიწყოს ბოლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ შოუში ძირითადმა პერსონაჟებმა საკუთარი თავი ამოწურეს და ახალი სცენარის განვითარება ხდება.

„არარსებულ ამბავზე, რომელსაც სერიოზულად არავინ უყურებს, დილიდან ვაკეთებთ კომენტარებს, რატომ ხდება ეს? "ნაცები" საუბრობენ "მაგნიტსკის სიაზე", პრეზიდენტი და ეკლესია საუბრობდა მონანიებაზე, კობახიძე ამბობს, საერთოდ რაც გინდა ის ქნას, მაინც არაფერი შეიცვლებაო. მე მაინც მონანიებას ვაწვები, უფრო საინტერესო იქნებოდა ეს ამბავი თეატრალური თვალსაზრისით ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამიტომ არ იყო კობახიძისგან საჭირო ასე სწრაფად უარყოფა ამის, გვეცლია, იქნებ, ინანიებდა. შოუში ვართ, ჩვენ თუ მიხვედრა გვინდა, ახლა ვართ იქ, თუ საპნის ოპერის რომელი გაგრძელება იყოს, იმიტომ, რომ ეს „სანტა - ბარბარა“ არის ფინალისკენ, ძირითადმა პერსონაჟებმა საკუთარი თავი ამოწურეს, ახლა ახალი სიუჟეტის განვითარება გვინდა - ამნისტიის კანონი და ა.შ. მე მაინც მგონია, რომ ეს მილევად რეჟიმში არსებული სიტუაციაა მილევად რეჟიმში არსებულ პარტიასთან ერთად და უნდა ვფიქრობდეთ, როგორ დავასრულოთ სცენარი ისე, რომ მაყურებელმა გინება არ დაიწყოს ბოლოს, რომელიც 10 წელია რაღაც უკეთესს ელოდება,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა