გიორგი ფანგანი „თვინინგ ლაითის“ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, დიგიტალიზაცია სემეკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა, მონაცემების ეფექტიანი და უსაფრთხო დამუშავება, ისევე როგორც დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავება უაღრესად მნიშვნელოვანია.

სემეკის ინფორმაციით, ფანგანმა დიგიტალიზაციის შესახებ "თვინინგ ლაითის" პროექტის დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას ისაუბრა.

მათივე ცნობით, გიორგი ფანგანმა ხაზი გაუსვა სემეკისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელობას. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ეფექტიანობაზე, რომლის ფარგლებშიც უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეგულირებისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგია შემუშავდა.

„დიგიტალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სემეკისთვის. სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა, მონაცემების ეფექტიანი და უსაფრთხო დამუშავება, ისევე როგორც დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავება უაღრესად მნიშვნელოვანია. დიგიტალიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმების პროცესში, როგორც საბითუმო ისე საცალო დონეზე. ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრისათვის არსებითია ბაზრის მონაწილეებისა და მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ციფრული მექანიზმებით, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი აქტიური მონაწილეობა ბაზარზე. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგიის პროექტი და სამოქმედო გეგმა, რომლის დანერგვაც ხელს შეუწყობს სემეკის საქმიანობის გაუმჯობესებას, ენერგეტიკული ბაზრის უფრო ეფექტიან რეგულირებას, გააუმჯობესებს საბოლოო მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხს. საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე ემსახურება ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას.

სემეკის ცნობით, ევროკავშირის დაფინანსებით, "თვინინგ ლაითის" პროექტი -„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ სემეკში 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენდა. პროექტი მიზნად ისახავდა სემეკის დახმარებას დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში. პროექტი განახორციელა იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურმა (GSE). საქართველოს მხრიდან პროექტს ხელმძღვანელობდა სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა