პაატა მანჯგალაძე - ირაკლი კობახიძის გზავნილი, რომ რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარმატებას აღწევს, მიზანმიმართული გამეორებაა კრემლის გზავნილის, თითქოს რუსეთი უძლეველია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის გზავნილი, რომ რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარმატებას აღწევს, მიზანმიმართული გამეორებაა კრემლის გზავნილის, თითქოს რუსეთი უძლეველია.

როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, ასევე რუსულია „მეორე ფრონტის“ იდეაც, რომ „თითქოს პირველი ფრონტიც არა რუსეთმა, არამედ დასავლეთმა გახსნა უკრაინაში“.

ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ სხვა პროპაგანდისტების გზავნილი, რომ რუსეთი წარმატებას აღწევს უკრაინის ფრონტზე და დასავლეთი „მეორე ფრონტის“ გახსნას გვაძალებს, არის არა შემთხვევითი დამთხვევა რუსული ინტერესის, არამედ პირდაპირი, მიზანმიმართული გამეორება კრემლის გზავნილის, რომ თითქოს რუსეთი უძლეველია, რუსეთი იმარჯვებს.

რუსულია თავად „მეორე ფრონტის“ იდეაც, რომ თითქოს პირველი ფრონტიც არა რუსეთმა, არამედ დასავლეთმა გახსნა უკრაინაში. შესაბამისად, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ირაკლი კობახიძისთვის, ანუ „ქოცისთვის“ მთავარია არა საქართველო, არა თავისუფლება, არა ღირსება, არა სიმართლე, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის დღეები და მზად არიან ეშმაკსაც მიყიდონ სული ამისთვის“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს