კახა კალაძე - ის ყველაფერი, რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება, თავიდან ბოლომდე დადგმულია - სასაცილოა, თითქოს ლობისტური კომპანიის დასაქირავებლად მილიონ დოლარამდე თანხა მას მეგობრებმა შეუგროვეს

ის ყველაფერი, რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება, თავიდან ბოლომდე დადგმულია. სასაცილოა, რომ თითქოს მას ლობისტური კომპანიის დასაქირავებლად მილიონ დოლარამდე თანხა მეგობრებმა შეუგროვეს, - ამის შესახებ ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ მესამე პრეზიდენტს ციხეში ცუდად ეპყრობიან, თუმცა ის არა ციხეში, არამედ კლინიკაში იმყოფება.

„ლობისტურ კომპანია Akerman LLP-ს და მასში გადახდილ ფულს რაც შეეხება, ის ყველაფერი, რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება, თავიდან ბოლომდე დადგმულია. იგულისხმება შემოსვლა, წარმოებული კამპანიით, შიმშილობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა... ეს ყველაფერი ემსახურება მიზანს, რომ ციხიდან როგორმე მისი გათავისუფლება მოახერხონ. ასევე, ეს ყველაფერი ემსახურება იმასაც, რომ ქვეყანა გააშავონ, თითქოს მიხელ სააკაშვილს ციხეში ლმობიერად არ ეპყრობიან, თუმცა ის არა ციხეში, არამედ კლინიკაში იმყოფება. ყველაფერი დაშიფრულია. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებისთვის მხოლოდ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებია მნიშვნელოვანი. სასაცილოა ის, რომ მილიონ დოლარამდე თანხა მეგობრებმა შეუგროვეს და ისიც, რომ თანხის შესაგროვებლად რაღაც კამპანიებს ატარებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში დარჩება თუ არა, რადგან უმძიმესი დანაშაულების გამო, მას სასჯელის მოხდა მაინც მოუწევს.

„მე და ცალკეული პოლიტიკოსები ვერანაირ და არანაირ სასამართლო გადაწყვეტილებას არ ვიღებთ და არც არასდროს მიგვიღია. მსგავსი გადაწყვეტილებების წლები ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. არის კონკრეტული დამნაშავე, კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამის გამო მას სასჯელის მოხდა მოუწევს. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკაში, ბიზნესში თუ სახლში. აქ საუბარია იმაზე, რომ მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციების შესახებ აღნიშნა, რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული და პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ განცხადებების გაკეთებისას ფრთხილები იყვნენ.

„აქციების ჩატარება „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული. ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან მძიმე განცხადებებს ვისმენთ. საუბარია ომსა და დაპირისპირებაზე. მინდა ამ ადამიანებს მივმართო, რომ გონს მოეგონ და ფრთხილები იყვნენ განცხადებების დროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს“, - ნათქვამია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა