რომეო მიქაუტაძე - ენერგოსექტორის დიგიტალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმების პროცესში მნიშვნელოვანია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის, „სემეკის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართა.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, „სემეკის“ (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის) თავმჯდომარე დავით ნარმანია, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და სხვა პასუხისმგებელი პირები.

„ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასა და მის აქტიურ გამოყენებას. სექტორის დიგიტალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც სემეკმა ევროკავშირის მხარდაჭერით შეიმუშავა, მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმების პროცესში. დარგში ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსებას და ენერგეტიკული სისტემების ოპტიმიზაციას და განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.

„პროექტი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ევროკავშირმა 250,000 ევროთი დააფინანსა. ის მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის მხარდაჭერას დიგიტალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. პროექტში განხორციელებაში მონაწილეობდა იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური.

პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრისთვის არსებითია ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებისა და მომხმარებლების აღჭურვა სათანადო ციფრული მექანიზმებით, რათა მათი აქტიური მონაწილეობა ბაზარზე უზრუნველყოფილი იყოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა