გიორგი კალანდარიშვილი - ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომ ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება საარჩევნო უბანზე მისვლისას  ხმის მიცემისა და ხმების მთვლელი აპარატები გამოიყენოს

ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა ის, რომ 90%-ს და ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება საარჩევნო უბანზე მისვლისას ხმის მიცემისა და ხმების მთვლელი აპარატები გამოიყენოს,- ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და 2023-2026 წლების სტრატეგიულ გეგმა წარადგინა, სადაც, მათ შორის ისაუბრა იმაზე, რომ არჩევებში უბნებზე ხმის მიცემის დროს ელექტრონული აპარატურის გამოყენება იგეგმება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო საკმაოდ მასშტაბური ტექნოლოგიური ინტერვენცია დაახლოებით, 70% ამომრჩევლისთვის, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ თავის გადაწყვეტილებით მიღებული უფლებამოსილების ფარგლებში თითქმის 90%-მდე გაზარდა. ეს არის ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება. 90%-ს და ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს ხმის მიცემისა და ხმების მთვლელი აპარატები საარჩევნო უბანზე მისვლისას. მეორეს მხრივ, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ფაქტობრივად, წელიწად ნახევრით ადრე ყველა ჩართულ მხარეს შესაძლებლობა აქვს თავისი საქმიანობები იმგვარად დაგეგმოს, რომ მოემზადონ 2024 წლის არჩევნების ჩასატარებლად თავიანთი ინტერესების შესაბამისად. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, მათ შორის, ჩვენი საქმიანობის ისტორიაში. ამ აპარატების გამოყენება კომბინირებულად და კომპლექსურად მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ადამიანური შეცდომების დაზღვევას და შემცირებას“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

როგორც კალანდარიშვილი განმარტავს, ეს ცხადყო 2018 წლიდან დღემდე ჩატარებულმა პილოტებმა.

„ზუსტად ამ პილოტების შედეგია ის, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფართო კონსენსუსით არსებობს შეთანხმებადა ვენეციის კომისიის პოზიტიური შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ასეთი ტექნოლოგიური ინტერვენცია მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს და გაამარტივებს საარჩევნო პროცესს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა