ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტარებს - ჩვენ შინ, ევროპაში დაბრუნება გვსურს, მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის შინისკენ მიმავალი გზა

ჩვენ შინ, ევროპაში დაბრუნება გვსურს, მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის შინისკენ მიმავალი გზა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იზიარებს ევროპის და არა რუსეთის ღირებულებებს, რომელიც უკრაინის წარსულში დაბრუნებას ცდილობს.

"ეს არის ჩვენი ევროპა, ეს არის ჩვენი წესები, ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი. და უკრაინისთვის ეს არის გზა სახლისკენ, გზა შინისაკენ. რუსეთს სურს გაანადგუროს უკრაინული და ევროპული ცხოვრების წესი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპული ფასეულობების გარანტი მხოლოდ უკრაინის გამარჯვება იქნება.

„გიწვევთ ყველას უკრაინაში, დიდება უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ევროკავშირის დროშა გადასცეს.

დარბაზში შესულ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპარლამენტარები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მხურვალე ტაში მოჰყვა მის სიტყვით გამოსვლასაც, რის შემდეგაც დარბაზში უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები გაისმა. ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც ესწრებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა