თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „მენეჯერული ანგარიშვალდებულება საჯარო სამსახურში“ გაიხსნა

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) და შვედეთის ფინანსური მართვის ნაციონალური სააგენტოს (ESV) ორგანიზებით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მენეჯერული ანგარიშვალდებულება საჯარო სამსახურში - აზროვნების ცვლილება. კონფერენცია გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

მათივე ცნობით, პრეზენტაცია წარადგინეს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, გიული ჭკუასელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, შვედეთის ფინანსური მართვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, პიტერ კვისტმა და OECD/SIGMA-ს წარმომადგენელმა, ალისტერ სვორბრიკმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

შეხვედრას დაესწრნენ პროექტში ჩართული 6 პილოტური სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორები-მინისტრის მოადგილეები და საჯარო სამსახურისთვის ახალი მიმართულების სპეციალისტები - რისკის ოფიცრები, რომლებიც თამაშობენ ძირითად როლს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სრულყოფის მიმართულებით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერები.

ღონისძიება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს - საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ კომპონენტს - ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმას მიეძღვნა.

„სახელმწიფო სექტორში შიდა კონტროლის სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის, შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის სტრუქტურა სრულად შეესაბამება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებულ მოდელს და შედგება სამი ელემენტისგან: მართვა და მმართველობითი სისტემები - ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა; დამოუკიდებელი და ობიექტური მარწმუნებელი საქმიანობა სისტემების შეფასებისთვის - შიდა აუდიტი; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის და შიდა აუდიტის ჰარმონიზაციისა და კოორდინაციის ერთეული - ჰარმონიზაციის ცენტრი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, შვედეთის საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, ჰარმონიზაციის ცენტრსა და შვედ კოლეგებს შორის დაიწყო თანამშრომლობა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების მიმართულებით. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა შვედეთის ფინანსური მართვის ეროვნული უწყებისა (ESV) და ქართველი კოლეგების ჩართულობით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა