„ხალხის ძალისა“ და ასევე, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტში ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ

„ხალხის ძალისა“ და ასევე, პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტში ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ.

რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების პროექტი მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონის პროექტი „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა მოამზადეს.

2024 წლის მოწვევის პარლამენტში, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლია. პოლიტიკური ჯგუფი იმავე უფლებებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას აქვს.

ამასთან, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებს ვერ ქმნიან. მიზეზი რეგლამენტის ჩანაწერია, რომლის მიხედვით, ერთი პარტიის სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, თუკი იმავე პარტიის წარდგენით არჩეულ დეპუტატებს ფრაქცია აქვთ შექმნილი. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ არსებობს, მისი შემადგენლობიდან გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიან და დღემდე უფრაქციო პარლამენტის წევრის სტატუსი აქვთ.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით სწორედ ეს იცვლება. კანონის პროექტის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები ფრაქციას და პარტიას დატოვებენ, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლებათ. ამ კონფიგურაციით პოლიტიკური ჯგუფს შექმნიან როგორც „ხალხის ძალის“, ასევე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა