ირაკლი ქარსელაძე - ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ და ვიქნებით ყოველთვის - შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ის ტკივილი, რაც ჩვენ მოძმე თურქეთს ამჟამად აქვს

ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ და ვიქნებით ყოველთვის. მშვიდობას ვუსურვებ მათ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში განაცხადა.

მინისტრმა მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის რესპუბლიკას თანაგრძნობა გამოუცხადა.

„შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ის ტკივილი, რაც ჩვენ მოძმე თურქეთს ამჟამად აქვს. ვუსამძიმრებთ მათ ამ დიდ ტრაგედიას. ვუსურვებთ, რომ მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდეს, იმ მოქმედებების შედეგად, რაც ამჟამად ხორციელდება. ჩვენი მაშველები მოწინავე ფლანგზე არიან. როგორც ელჩმა მითხრა, ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა უკვე შეძლეს. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა ერთი ვართ, ყველა მაშველი ერთია. ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ და ვიქნებით ყოველთვის. მშვიდობას ვუსურვებ მათ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოპერატიულად ხდება საჭიროებებზე მყისიერი პასუხი. ასეთ შემთხვევაში, სხვანაირად შეუძლებელია ხდებოდეს”,- განაცხადა ქარსელაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა