საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ

მოსახლეობამ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ყვავილები მიიტანა. ამით მოქალაქეებმა თურქეთის რესპუბლიკას ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო თანაგრძნობა გამოუცხადეს. საელჩოსთან მოსახლეობას ასევე მოტანილი აქვს სათამაშოები და სანთლები. ტერიტორიაზე გაკრულია თურქეთის იმ ქალაქების სახელწოდების პლაკატები, სადაც მიწისძვრა მოხდა.

საელჩოსთან მომხდარი ტრაგედიის გამო თანაგრძნობის გამოსახატად, ასევე მოდიან საქართველოში მცხოვრები თურქეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. მათ ადგილზე მოაქვთ დაზარალებულთა დასახმარებლად გასაგზავნი სხვადასხვა საჭირო ნივთები.

დღეს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში თანაგრძნობის გამოსახატავად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

მათ მომხდარი ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში საქართველოს სახელით ჩანაწერი გააკეთეს.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა