კელი დეგნანი - საქართველო ჩვენნაირია? აქვს ამ ქვეყანას ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? - ამაზე პასუხს ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები

საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? - ამაზე პასუხს ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება და ქართველი ლიდერები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს.

„დავიწყებ იმით, რომ დაკვეთა 12 პუნქტთან დაკავშირებით და საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეალურად ქართველი ხალხისგან მომდინარეობს. ხალხისგან, რომელმაც ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მათი არჩევანი არის ევროპული მომავალი. საქართველოში ყველა ლიდერმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომელიც მოთხოვნილია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ყველამ უნდა იმუშაოს ამის მისაღწევად, რადგან ამას მოჰყვება ძალიან დიდი სარგებელი ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მეწარმეებისთვის და ყველასთვის. ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს უფრო მეტ კეთილდღეობასა და უფრო მეტ უსაფრთხოებას, სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობა ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში, ძალისხმევას არ იშურებდა ევროპული მომავლისთვის, ამ ევროპულ ოჯახთან ინტეგრაციისთვის, რომლის ნაწილი საქართველო ყოველთვის იყო. ვფიქრობ, რომ გარკვეული პროგრესის მიღწევა გახდა შესაძლებელი, თუმცა ევროკავშირისგანაც მოვისმინეთ, რომ კიდევ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება და ქართველი ლიდერები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ძლიერ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები - საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. ეს არის, რაც აერთიანებს ევროკავშირის ოჯახს და აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც აპირებს გახდეს ამ ოჯახის ნაწილი, უნდა იზიარებდეს იმავე პასუხისმგებლობებს, ღირებულებებსა და პრინციპებს.

საქართველოს სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი ინკლუზიური პროცესები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რაც წარმოაჩენს, რომ ერთიანი და არა გაყოფილი საქართველო მუშაობს კანდიდატის სტატუსისთვის. ეს იქნება ძალიან ძლიერი გზავნილი არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა