თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს

სტრასბურგში ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი დელეგაციის წევრებმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა მონაწილეობა მიიღეს.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, გუდრუნ მოზლერ ტორნსტრომმა გახსნა, წევრი ქვეყნების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების ანგარიშები განიხილეს.

„სლოვაკეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის მისიას ქართული მხარე ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგებიც დამსწრე საზოგადოებას ლევან ჟორჟოლიანმა შვეიცარიელ კოლეგასთან მატიას გიზინთან ერთად წარუდგინა.

ლევან ჟორჟოლიანმა თურქეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიც მონაწილეობენ. ამის შემდეგ, საკრებულოს წევრმა კონგრესის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„სლოვაკეთში თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიცირება 2000 წელს განხორციელდა, თუმცა ჯერ არც ხელმოწერილია და არც რატიფიცირებული ქარტიის დამატებითი პროტოკოლი ადგილობრივი ხელისუფლების საქმეებში მონაწილეობის უფლების შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი მოგვარდება. ახლა ვამზადებთ მოხსენებას და რეკომენდაციას სლოვაკეთის რესპუბლიკაში ქარტიის იმპლემენტაციის შესახებ. მათ წარდგენას თქვენ მიერ დასამტკიცებლად ვგეგმავთ მონიტორინგის კომიტეტის ერთ-ერთ მომავალ სხდომაზე მარტსა ან ივლისში, შემდგომ კი - კონგრესის პლენარულ სხდომაზე მისაღებად,“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

დღესვე, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან, ლევან ჟორჟოლიანთან და დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარესთან, ოთარ გრიგოლიასთან ერთად, კომიტეტის მე-5 ვიცე-თავმჯდომარის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

ასევე, კომიტეტის წევრებმა უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასეს, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები და სამომავლო გეგმები განიხილეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა