კელი დეგნანი - გავაგრძელებთ ხელისუფლების მიმართ დაბეჯითებით თხოვნას, გადადგას ნაბიჯები, რათა თავიდან იყოს არიდებული ვითარების მეტად გამწვავება და უზრუნველყოს სააკაშვილისთვის იმ სახის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება

ჩვენ გავაგრძელებთ ხელისუფლების მიმართ დაბეჯითებით თხოვნას, რომ მან გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა თავიდან იყოს არიდებული ვითარების იმაზე მეტად გამწვავება, ვიდრე უკვე არის და უზრუნველყოს სააკაშვილისთვის იმ სახის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია არსებული მდგომარეობით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოისმინეს განცხადებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.

„ბევრი პარლამენტის წევრია მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ამ საკითხს ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს და შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კეთილდღეობით. ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ასევე შეშფოთებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ განცხადებები და შეფასებები სახალხო დამცველის ოფისის ან სხვების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ და როგორც მე ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამაც იცის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს იმ სახის მზრუნველობას, რომელიც მას სჭირდება.

ცალსახად, ეს არის ძალიან სერიოზული სიტუაცია“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა