„გირჩი“ პარლამენტს ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს

პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ პარლამენტს ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს.

„გირჩის“ დეპუტატების მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

„ეროვნული ბანკის მთავარ მიზანს ფასების სტაბილურობა და ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა წარმოადგენს. 2020-2021 წლებში კი, ეროვნული ბანკის მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ფინანსური სისტემის სტაბილურობის დარღვევის რისკი არსებობდა და საჭირო იყო ექსტრაორდინარული ზომების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად.

იმავე პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფულის მიწოდება, როგორც სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე არასტანდარტულით, მაგალითად, სავალუტო სვოპებით. შედეგად, ამ პერიოდში ფულის მასა 47%-ით გაიზარდა. ლარის მასის უპრეცედენტო ზრდამ კანონზომიერად, ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი, რაც 2021 წლის მეორე ნახევარში ორნიშნა ინფლაციაში გამოიხატა.

აღსანიშნავია, რომ საჯარო გამოსვლების დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არაერთხელ აღიარა, რომ სხვა, უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა უფრო დაბალი ინფლაციის მიღწევა, მაგრამ ეს უმუშევრობის ზრდას გამოიწვევდა. უმუშევრობაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის მანდატში არ შედის და ეს არ არის საკმარისი საფუძველი ფასების არასტაბილურობის დასაშვებად.

ამავდროულად, გაზრდილი ფულის მიწოდების პირობებში, კომერციულმა ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს და 2021 წელს, კაპიტალზე უკუგებით (მოგება/კაპიტალი) მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული ბანკების და მათთან აფილირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ეს პერიოდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას იცავდნენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეროვნული ბანკის მიერ უგულებელყოფილი იყო არა უმუშევრობაზე ზრუნვის გამო, არამედ საბანკო სისტემის სუბსიდირებისთვის“, - ასეთია “გირჩის“ არგუმენტაცია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა