ლევან დავითაშვილი - ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება

საქართველოსა და ხორვატიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიები ჩამოყალიბდება.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტზე ხელმოწერა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

„ერთობლივი კომისიების ფარგლებში შეგვეძლება ფორმალურად განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ეს გააღრმავებს ჩვენსა და ხორვატიას შორის ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ხორვატიის მხრიდან გამოცდილების გაზიარებაზეც.

„ხორვატია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრია, მათ შორის, ევროზონისა და შენგენის. ამდენად, ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრა და ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა, რაც მეგობრულ კავშირებს ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო განამტკიცებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა