Galt & Taggart-მა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ბოლო კვლევის შედეგად დაფიქსირებული მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო

Galt & Taggart-მა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის 40-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო, ასევე საპროცენტო განაკვეთის დინამიკა და აღნიშნულის გავლენა ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სექტორზე.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, საუბარი ასევე, შეეხო უძრავი ქონების ბაზარს და მოხდა გარკვეული ცვლილებების გაანალიზება, რაც აქტუალურია როგორც სამშენებლო სექტორისა და უძრავ ქონების ბიზნესში მოღვაწე კომპანიებისთვის, ასევე ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და მოლოდინება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

„Galt&Taggart-ის მიერ წარმოდგენილი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საგულისხმო და მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ვინაიდან ზემოხსენებული ინფორმაცია პროფესიონალურად არის დამუშავებული და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დროულადაა მიწოდებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, რათა სწორად მოხდეს მოლოდინებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება და ინტერესით ველით მომდევნო კვლევებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებას ფარავს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა