არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობის გამო თბილისის 37-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

თბილისის 37-ე საჯარო ბაღში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი შეწყდა - ექსპერტიზის დასკვნით, შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბაღის კონტინგენტი, საიჯარო ფართის შერჩევამდე, ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული. ექსპერტიზის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შენობა არ არის ავარიულ მდგომარეობაში და მისი ნგრევის საშიშროება არ არსებობს, შენობის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები სწრაფად პროგრესირებს, მისი ექსპლუატაცია, გამაგრების ღონისძიებების ჩატარებამდე, არასაიმედოა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„N37 საბავშვო ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. წარსულში ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ შენობის ჯდენითი დეფორმაციები კვლავ გრძელდება, რის გამოც არსებული დაზიანებები სწრაფი ტემპით პროგრესირებს და ვითარდება ახალი დაზიანებები. აღნიშნული კი იწვევს ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უმოკლეს ვადებში შენობას ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები, დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით“, - აღნიშნულია საექსპერტო დასკვნაში.

N37 საბავშვო ბაღის შენობა ისნის რაიონში, გოჩა ონაშვილის ქუჩაზე 2016 წელს აშენდა და გაიხსნა. ბაღი 587 აღსაზრდელს ემსახურება. ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელებს მშობლების სურვილისამებრ, დროებით, ახლომდებარე ბაღებში რეგისტრაციას შესთავაზებს, საიჯარო ფართის შერჩევის შემდეგ, ბაღი კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა