ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის პირადად მიუსამძიმრა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„ქართველი ხალხის სახელით, უდიდესი თანაგრძნობა მინდა გამოვხატო სასტიკი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო. ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და ვლოცულობთ გადარჩენილთათვის. გამძლეობა - ამ უდიდესი განსაცდელის წინაშე მყოფ ოჯახებს“, - ნათქვამია ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ ჩანაწერში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა