ე.წ. გენდერული კვოტირების წესთან დაკავშირებით „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა

ე.წ. გენდერული კვოტირების წესთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა. კანონის პროექტი 88-ხმით (3-წინააღმდეგი) მესამე მოსმენით მიიღეს.

პროექტის მიხედვით, “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული “გენდერული კვოტირების“ წესი როგორც პარლამენტის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2032 წლის ჩათვლით იმოქმედებს. ამასთან, თუ პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მამაკაც წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, მის ადგილს პარტიულ სიაში მომდევნო წევრობის კანდიდატი დაიკავებს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ სიის მომდევნო წევრი ქალი დეპუტატი იყოს.

ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით წახალისდება კიდევ უფრო მეტი ქალის მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში.

მოქმედი კანონით, პარლამენტის დეპუტატის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მამაკაცი წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ, მის ადგილს მამაკაცი წევრობის კანდიდატი იკავებს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - გივი მიქანაძე, ბაია კვიციანი, გრეტა წიწავა, ნინო წილოსანი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მარიამ ლაშხი, ქეთევან დუმბაძე და მაია მენაღარიშვილი.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა